15 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ერთი რუსული რაკეტა Х-59 და ათი უპილოტო საფრენი აპარატი "შაჰედი".
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით მტრის საჰაერო თავდასხმის 17 საშუალება დააფიქსირეს.
ოკუპანტებმა ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის ოლქის მიმართულებით გაუშვეს 2 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან 1 X-59 საავიაციო მართვადი რაკეტა, ასევე 14 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი კურსკიდან და ჩაუდიდან.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავასა და ნიკოლაევის რეგიონებში.