უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს 2025 წლის ბოლომდე - 2026 წლის დასაწყისისთვის დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ ომი თავისი გამარჯვებით, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და მობილიზაციას გახდება საჭირო.
„მათთვის 2025 წელი, 25-ის ბოლო და 26-ის დასაწყისი – მათთვის მთავარია ამ ყველაფრის დასრულება, რადგან, მათივე გათვლებით, რუსეთის ფედერაციას, თუ ამ ომიდან გამარჯვებულების პირობით არ გამოვლენ, შორეულ მომავალში - ვთქვათ, ეს არის 30 წლის ჰორიზონტი - ისინი ზოგადად კარგავენ შესაძლებლობას დაინახონ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რისკენაც ისწრაფვიან“, - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთი პროგნოზირებს, რომ „მათი ყველა პრობლემა 25 წლის ზაფხულში დაიწყება“ რადგან ფინანსური, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორი ერთად გაერთიანდება.
„ისინი ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2025 წლის ზაფხულში, მათი ქვეყნისთვის ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედება შესამჩნევი გახდება“, - დასძინა ბუდანოვმა.
ასევე, მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო აქტუალური ხდება ჯარში გაწვევის საკითხი.
.„ამ პერიოდში {2025 წლის ზაფხული} ისინი დადგებიან დილემის წინაშე - ან გამოაცხადონ მობილიზაცია, ან როგორმე შეამცირონ საომარი მოქმედებების ინტენსივობა, რაც მათთვის, საბოლოო ჯამში, შეიძლება იყოს კრიტიკული“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასევე გავლენა იქონია უკრაინის მიერ საომარი მოქმედებების გადატანამ რუსეთის ტერიტორიაზე.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, რუსულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლომდე რუსეთის გამარჯვების არარსებობის შემთხვევაში, მსოფლიოში მხოლოდ ორი სუპერსახელმწიფო დარჩება - აშშ და ჩინეთი, ხოლო რუსეთისთვის იქ ადგილი აღარ იქნება.
„ეს მათ აშკარად ესმით, ეს მათთვის საკვანძო პერიოდია
ამიტომ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თავიანთი აზრით გაიმარჯვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გამოეთიშებიან აბსოლუტურად ყველა მსოფლიო პროცესს. ერთადერთი, რისი იმედიც შეუძლიათ, არის რეგიონის ლიდერობა და ეს მათ არ აწყობთ“, - თქვა ბუდანოვმა.