ერაყში აშშ-ისა და ერაყის მიერ ერთობლივად ჩატარებული რეიდის შედეგად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ა შშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, სულ 14 მებრძოლი მოკლეს. ასევე დაშავებულია შვიდი სამხედრო.
„ისლამური სახელმწიფოს“ მოკლულ ლიდერებს შორის არის აჰმად ჰამიდ ჰუსეინ აბდ-ალ-ჯალილ ალ-ითჰავი, რომელიც ერაყში დაჯგუფების ყველა ოპერაციაზე იყო პასუხისმგებელი.
ოპერაცია ერაყის დასავლეთ ნაწილში 29 აგვისტოს ჩატარდა.