უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 103 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, სამშობლოში დაბრუნდა.
მათ შორის 82 რიგითი და სერჟანტია, ხოლო 21 ოფიცერია. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, საზღვრის დაცვის სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები არიან.
ჯარისკაცები იბრძოდნენ კიევის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის ოლქებში, აგრეთვე ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დაცვაში იღებდნენ მონაწილეობას.
რუსული მედიის ცნობით, იგივე რაოდენობის ჯარისკაცი ტყვეობიდან დაიბრუნა რუსეთმაც. რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცესში შუამავალი არაბთა გაერთიანებული საამირო იყო.