ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს.
„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – წერს Instagram-ზე გენო პეტრიაშვილი.