უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 13 სექტემბერს კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში წინ წაიწიეს. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული (ISW)
13 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები დაწინაურდნენ დასახლება ვესიოლის სამხრეთით (გლუშკოვოს სამხრეთ-დასავლეთით და საზღვრიდან სამი კილომეტრით).
რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინული ძალები უტევდნენ გლუშკოვოს სამხრეთ-დასავლეთით ნოვი პუტის, ვესიოლისა და მედვეჟიეს მიდამოებში (ვესიოლის აღმოსავლეთით).