რუსეთი ჩინურ ძრავებსა და ნაწილებს კამიკაძე დრონების საწარმოებლად იყენებს. ამის შესახებ Reuters-ი ევროპული დაზვერვის ორ წყაროზე და მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ უპილოტო თვითმფრინავებს, სახელწოდებით „გარპია-ეი1“, რუსეთი გასული წლიდან აწარმოებს და უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
Reuters-ის წყაროების თანახმად, დრონებს რუსული არმია იყენებდა უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე დასარტყმელად, „რამაც გამოიწვია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება, ასევე სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი“. სააგენტოს მიხედვით, რუსეთმა 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე 2 500-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი აწარმოა.