გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მეუღლე დაჭრა, ცოლის მეგობარი კი ბლაგვი იარაღით მოკლა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ქალბატონი კი ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.