დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების მიწოდება გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობებს განახორციელოს ზუსტი დარტყმები უკრაინის სამხედრო ან სამოქალაქო ობიექტებზე ფრონტის ხაზთან.
დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ ცოტა ხნის წინ ირანმა რუსეთს მცირე მანძილის Fath-360-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა.
აღნიშნული რაკეტები პირველად 2020 წელს წარადგინეს. ირანულ რაკეტას შეუძლია 150-კილოგრამიანი ქობინის ტარება 120 კმ მანძილზე.
ის შეიძლება განლაგდეს სხვადასხვა მობილურ გამშვებზე, მათ შორის ერთზე, რომელსაც შეუძლია ექვსამდე რაკეტის გაშვება.
ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტების მიწოდება გააძლიერებს რუსეთის უშესაძლებლობებ განახორციელოს ზუსტი დარტყმები უკრაინის სამხედრო ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ფრონტის ხაზთან ახლოს და ასევე საშუალებას მისცემს რუსეთს შეინარჩუნოს თავისი შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი უკრაინის სიღრმეში სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
დღემდე, ირანის სამხედრო დახმარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოიცავდა ასობით ერთჯერად უპილოტო საფრენ აპარატს, საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებას და ქვეყნის შიგნით რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების ფართო მხარდაჭერას.