უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის ძალებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევითი მოქმედებები დაიწყეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუველ კოლეგასთან გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რუსებმა დაიწყეს კონტრშეტევითი მოქმედებები. ეს ჩვენი, უკრაინული გეგმის მიხედვითაა," - აღნიშნა ზელენსკიმ.
11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ჯგუფის მარცხენა ფლანგზე ვითარება გაუარესდა და რუსეთის ჯარებმა აქტიური კონტრშეტევა დაიწყეს.