ყველანაირად ვცდილობდით სომხებს დავხმარებოდით, ვთანამშრომლობდით, როგორც უახლოეს ხალხთან, ყველანაირად ვეხმარებოდით, მაგრამ, ხომ ხედავთ, დასავლეთში, ევროკავშირში მოინდომეს შესვლა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა.
„კარგი იქნებოდა, როგორც ადრე, მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა და ნიუანსებისა, სომხეთთან კარგი ურთიერთობა აგვეშეენებინა, დამიჯერეთ, ეს აბსოლუტურად არ არის ჩვენი ბრალი.
რომელი დასავლეთი? ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ დასავლეთთან, ამერიკელებთან თანამშრომლობის, მაგრამ ხომ ხედავთ მათ პოლიტიკას...
ხვალ ამერიკაში ახალი ხელმძღვანელობა მოვა, თუნდაც ძველი ახალია (კამალა ჰარისი და ასე შემდეგ) - აი, ნახავთ, სულ სხვა პოლიტიკა იქნება. მათი ჩვევაა: „ვინ ხართ? ჩვენ თქვენ არ გიცნობთ.
როგორ არ გვიცნობთ, ჩვენ ხომ ვმეგობრობდით, თქვენ ჩვენ იარაღით გვამარაგებდით... - არა, ჩვენ არ ვიყავით. აი, ეს არის მათი პოლიტიკა. და მე მუდმივად ვეუბნებოდი თქვენს ხელმძღვანელობას ამის შესახებ. თუ, მე ვამბობ, რომ არ გესმით, მაშინ მე უკვე ძველი ადამიანი ვარ პოლიტიკაში. ბევრი მინახავს. მათ ვერ ენდობი", - თქვა ლუკაშენკამ.