რუსეთის ქალაქ ომსკში ხანძარი გაჩნდა „ომსკტრანსმაშის“იარაღის ქარხანაში, სადაც ოკუპანტები ტანკებსა და ცეცხლსასროლ სისტემებს აწარმოებენ. ამის შესახებ ომსკის ოლქის გუბერნატორი ვიტალი ხოცენკო იუწყება.
ხოცენკოს თქმით, რემონტის დროს ერთ-ერთ სახელოსნოს სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. მან ასევე დაამატა, რომ დაშავებულები არ არიან.
თავად ქარხანაში აცხადებენ, რომ ცეცხლი სახურავს გაუჩნდა და „ინციდენტს წარმოების პროცესზე არ უმოქმედია“.
„ომსკტრანსმაში“ არის "ურალვაგონზავოდის" ნაწილი და თავდაცვის უწყების ბრძანებებსაც ასრულებს, კერძოდ, კომპანია აწარმოებს ტანკებსა და ცეცხლსასროლ სისტემებს.