შავ ზღვაში ოპერაციის დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფებმა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-30სმ ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, ზღვაში ჩავარდნილი გამანადგურებელი ეკუთვნოდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს, რომელიც ბაზირებულია დროებით ოკუპირებულ ყირიმში ქალაქ საკის აეროდრომზე.
„ოკუპანტებმა დაკარგეს კონტაქტი თავიანთ საბრძოლო თვითმფრინავებთან 2024 წლის 11 სექტემბერს, დილის 5 საათზე, დაახლოებით სამი საათის შემდეგ, რუსებმა დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ან-26-ის თვითმფრინავის, ასევე მი-8-ისა და კა-27 -ის ვერტმფრენების გამოყენებით.
შეუდღისით ოკუპანტებმა შეატყობინეს სარდლობას, რომ საავიაციო საწვავის დამახასიათებელი ლაქა აღმოაჩინეს ზღვაში, კონცხ თარხანკუთის ჩრდილო-დასავლეთით 70 კილომეტრში და მალევე დაინახეს განადგურებული სუ-30სმ-ის ნამსხვრევები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ ასეთი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.