პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადავცემ უკრაინული მხარის თხოვნას რუსულ ობიექტებზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმების ნებართვის შესახებ - აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლამისთან ერთად კიევში გამართულ პრესსკონფერენციაზე გააკეთა.
„ჩვენ განვიხილეთ შორ მანძილზე დარტყმები, ასევე რიგი სხვა საკითხები. ვგეგმავ ამ დისკუსიით ვაშინგტონში დაბრუნებას და პრეზიდენტის ინფორმირებას იმის შესახებ, რაც მოვისმინე“,- განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ამძაფრებს თავდასხმებს უკრაინის შიგნით სამოქალაქო ობიექტებზე, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და სამხედროებზე, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას.
„და ჩვენ ვხედავთ, რომ ირანმა ახლა რუსეთს გადასცა ბალისტიკური რაკეტები, რაც გააძლიერებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ამიტომ, თუ ვინმე ესკალაციას ახდებს, ეს არის რუსეთი“, - აღნიშნა ბლინკენმა.