აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, რა დროსაც საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო.
ამის შესახებ სააგებტო Reuters-ი იუწყება. მედიის ცნობით, განგაშის სიგნალი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ განაცხადეს. რაკეტა სუმის რეგიონიდან პოლტავის რეგიონის მიმართულებით მოძრაობდა, მოგვიანებით კი უკრაინის საჰაერო ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს.