შეერთებულმა შტატებმა კიდევ 717 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის არასამხედრო დახმარებისთვის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს კიევში განაცხადა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, 700 მილიონ დოლარზე მეტი მოხმარდება უკრაინის ენერგეტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდას.
უკრაინის ენერგეტიკის აღსადგენად რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, გარდა 500 მილიონი დოლარისა, რომელსაც უკვე დაპირდა ზაფხულის დასაწყისში სამშვიდობო სამიტზე, შეერთებული შტატები იძლევა 325 მილიონ დოლარს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე თითქმის 290 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
შეერთებული შტატები უკრაინის ტერიტორიების განაღმვისთვის 102 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს.