დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 მილიონი ფუნტის ღირებულების (780 მილიონ დოლარზე მეტი) დამატებით დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა. იუწყება ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური.
ამრიგად, დიდი ბრიტანეთი ადასტურებს 2024-2025 წლებში გამოცხადებულ 242 მილიონ ფუნტ სტერლინგის გამოყოფას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის დაუყოვნებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სტაბილიზაციის საჭიროებებისთვის.
თანხა ასევე მოხმარდება რეფორმების მხარდაჭერას, დანგრეულის აღდგენა-რეკონსტრუქციას.
ლემიმ ასევე გამოაცხადა თავისი განზრახვა, რომ უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის გასაძლიერებლად, წლის ბოლომდე მსოფლიო ბანკისგან 484 მილიონი დოლარის საკრედიტო გარანტიები გასცეს. ეს თანხა მოხმარდება, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების მართვას, სახელმწიფო მოხელეების ხელფასებსა და პენსიების დაფინანსებას.
დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფს 100 მილიონი ფუნტის ოდენობის ჰუმანიტარულ დაფინანსებას, რომელიც დაეხმარება ყველაზე დაუცველ უკრაინელებს, მათ შორის რუსეთის მიმდინარე თავდასხმების წინა ხაზზე მცხოვრებთა და მეზობელ ქვეყნებსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დევნილებს.
თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი გაზრდის და დააჩქარებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებას.
მან აღნიშნა, რომ აპრილში გამოცხადებული დახმარება უკვე მიწოდებულია. საუბარია კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის რაკეტების, F-16-ისგამანადგურებლების აღჭურვილობასა და სხვა შეიარაღებაზე
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა დღეს განაცხადა, რომ ასობით დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტა, ათიათასობით დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალა და მეტი ჯავშანტექნიკა უკრაინას წლის ბოლომდე მიეწოდება.
"ამ მთავრობის მხარდაჭერა უკრაინისადმი რკინისებურია. თანამდებობზე დანიშვნის მეორე დღეს, მე დავპირდი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დავაჩქარებდით დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარების მიწოდებას - და ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებას", - ხაზგასმით აღნიშნა ჰილიმ.