ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ სთენდაფ კომიკოსს, დიმა გავრილოვს თბილისში შოუზე ნათქვამი ხუმრობის გამო ადმინისტრაციული ბრალდებით, 13 დღით პატიმრობა მიუსაჯა. გავრილოვი დამნაშავედ ცნეს სიძულვილის ან მტრობის გაღვივებასა და ადამიანის ღირსების დამცირებაში.
გავრილოვის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი „იუთუბზე რუსების ღირსების შემლახავი ვიდეოსთვის“.
საუბარია Youtube-ზე გავრილოვის არხზე გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც თბილისში გამართული ღონისძიებიაზეა ჩაწერილი. ჩანაწერშიკომიკოსი დამსწრეებს მოუწოდებს, თბილისში მათი ცხოვრების შესახებ ისაუბრონ, რა დროსაც, ის რუსი ჯარისკაცის პაროდიას აკეთებს.
"რომ არ მოვდუნდე, სახლში, კედელზე დავწერე: „Fuck Russians“,, რათა არ დამავიწყდეს, სად ვარ" – ამბობს გავრილოვი ვიდეოჩანაწერში.
ვიდეოს აღწერაში წერია, რომ ყველაფერი იუმორისტულ კონტექსტშია ნათქვამი.