“აგებს ოცნება ამ არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მისი სიაში პირველ ნომრად ყოფნა, ეშინია ივანიშვილს და იმუნიტეტი სურს.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, “ოცნება” პარლამენტში მაქსიმუმ 40 დეპუტატამდე შეიყვანს.
“ის, რომ სიის პირველი ნომერი არის ბიძინა ივანიშვილი, მეტყველებს, რომ ძალიან უჭირს “ქართულ ოცნებას”, ძალიან უჭირს ბიძინა ივანიშვილს. პირველი - მას სურს გარკვეული იმუნიტეტის მოპოვება შემდგომი დეპუტატობით, მეორე- თვითონვე აქვს ნათქვამი, მეორედ მობრუნება არ უნდა დამჭირდეს, ესეიგი არასწორად გამიკეთებია რაღაცო. მეორედ, მესამეჯერ რომ მობრუნდები საპატიო თავმჯდომარედ, ესეიგი არასწორია შენი პოლიტიკა. აგებს ოცნება ამ არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მისი სიაში პირველ ნომრად ყოფნა, ეშინია ივანიშვილს და იმუნიტეტი სურს, ამაზე მეტყველებს მისი პირველ ნომრად ყოფნა და “ქართული ოცნება” უკეთესს შემთხვევაში ალბათ გაიყვანს 40-მდე დეპუტატს. “ქართული ოცნება” იქნება ოპოზიციაში, ხოლო ივანიშვილი შეასრულებს მამუკა მდინარაძის როლს პარლამენტში და იქნება უმცირესობის ლიდერი, ივანიშვილის პირველი ნომრობა ნიშნავს შემდგომი მოწვევის პარლამენტში მის მდინარაძეობას.” - განაცხადა ჩიხლაძემ