უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად ესაუბრა. ამის შესახებ სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
სიბიჰამ და სტოლტენბერგმა განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდისა და სტაბილიზაციის, თავდაცვის წარმოების ზრდისა და უკრაინულ შეიაარაღებაში ინვესტიციების საკითხები.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინა აგრძელებს კურსს ნატო-ში გაწევრიანებისკენ.
„კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რუსეთში ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ არსებული იარაღის შეზღუდვების გარეშე გამოყენება“, - განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.