ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა კიევში ჩავიდნენ, ამის შესახებ ლიდერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
ნაუსედამ დაწერა, რომ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ისინი ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.
სილინამ აღნიშნა, რომ ლატვია უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება მი გამარჯვებამდე და ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინას ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.