დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, – ამის შესახებ საპრეზიდენტო ტელდებატების დროს დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, ტრამპი უბრალოდ, დანებდებოდა.
„მიმაჩნია, რომ მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეს ომი 24 საათში დასრულდება, არის ის, რომ ის უბრალოდ დანებდება, ჩვენ კი ამერიკელები ასეთები არ ვართ.
ზელენსკის შევხვდი რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. მე გავუზიარე მას ამერიკული დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო თავი დაეცვა. რამდენიმე დღის შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩავედი პოლონეთსა და რუმინეთში.
ჩვენ გავაერთიანეთ 50 ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენი მხარდაჭერის, საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, არტილერიის, „ჯაველინების“, „აბრამსის’ ტანკების წყალობით, რომელიც ჩვენ გადავეცით, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უნარი.
დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა. გააცნობიერეთ, რას ნიშნავს ეს, რადგან პუტინის დღის წესრიგი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. გააცნობიერეთ, ჩვენი ევროპელი და ნატოელი მოკავშირეები, რატომ არიან ასეთი მადლიერი, რომ თქვენ პრეზიდენტი აღარ ხართ და რომ ჩვენ ვაცნობიერებთ მსოფლიოში უდიდესი სამხედრო ალიანსის მნიშვნელობა, ამისთვის, რაც გავაკეთეთ, რათა შეგვენარჩუნებინა ზელენსკისა და უკრაინელების შესაძლებლობა, ებრძოლათ თავიანთი დამოუკიდებლობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი იჯდებოდა კიევში და მისი მზერა მიმართული იქნებოდა დანარჩენი ევროპისკენ, პოლონთით დაწყებული“, -განაცხადა კამალა ჰარისმა.
ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უნდა დარჩეს ლიდერად საერთაშორისო უფლებებისა და წესების დასაცავად.