პარიზი, ბერლინი და ლონდონი ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებენ, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო.
ამის შესახებ ნათქვამია ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამშაბათს, 10 სექტემბერს, ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა.
„ეს აქტი არის ესკალაცია როგორც ირანის, ასევე რუსეთის მხრიდან და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„E3-მა პირადად და საჯაროდ ცხადყო, რომ ის მიიღებს „ახალ და მნიშვნელოვან ზომებს ირანის წინააღმდეგ, თუ რაკეტის გადაცემა მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
E3 არის გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის თანამშრომლობის არაფორმალური მექანიზმი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.