გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ სურს რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს მომავალ სამშვიდობო სამიტში, თუმცა "ეს არ იმუშავებს", თუ ის გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინის აუცილებელი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, ასევე უნდა შეისწავლონ, თუ როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი კონფლიქტური სიტუაციიდან.
„რა თქმა უნდა, არ იმუშავებს, თუ ადამიანი, რომელიც იქ უნდა იჯდეს, ასევე იტყვის: „მე ვაპირებ შეტევის გაგრძელებას“, - თქვა შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.
შოლცმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში აგრესორს უკრაინის კიდევ უფრო მეტი ტერიტორია მოუნდება, თუკი მშვიდობის პერსპექტივა გაჩნდება.
”ამ სიტუაციაში, ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ის, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკაში: სიცხადე, სიმტკიცე და ხასიათი, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ გსურთ უზრუნველყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში”, - თქვა შოლცმა.