დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.
რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების გარდა, გაერთიანებული სამეფოს ახალი სანქციები ეხება რუსეთის უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრს და რუსეთის სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის სარდლობას.
რუსეთის უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრი პასუხისმგებელია რუსეთის არმიისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებაზე, მათ შორის უკრაინაზე დარტყმებისთვის.
ინფორმაციში სანქციების დაწესების მიზეზებზე არაფერი წერია.
უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებზე, უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრსა და რუსეთის სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის სარდლობაზე ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დააწესა.