მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით,10 სექტემბრის ღამეს რუსეთში ჩამოაგდეს 14 დრონი, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა. მისი მტკიცებით, დრრონები ჩამოაგდეს, პოდოლსკის, რამენსკის, ლიუბერცის, დომოდედოვოსა და კოლომინის რაიონებში.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, დაიხურა შერემეტიოვოს“, დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტები.
მოგვიანებით სობიანინმა დაწერა, რომ დომოდედოვოს საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო კიდევ ორი თვითმფრინავი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.
აფეთქებების სერია ასევე მოხდა მოსკოვის მახლობლად ჟუკოვსკში. თვითმხილველების თქმით, მათ სულ მცირე 10 ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
ჩამოგდებული ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები გზის სავალ ნაწილზე დაეცა. დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოსკოვის მახლობლად მდებარე რამენსკოეს მაცხოვრებლები ასევე აცხადებენ, რომ ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას მოხვდა.
ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძარია შენობის მე-10 და მე-11 სართულებზე.
გარდა ამისა, დაზიანდა მოსკოვის მახლობლად მდებარე ჟუკოვსკის აეროპორტი. სობიანინმა განაცხადა, რომ აეროპორტში ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.