მაროკოს სამხრეთით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. იუწყება Reuters
პროვინციებში, ტატაში, ტიზნიტში, ერაჩიდიაში, ტინგირსა და ტარუდანტში, კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. დაიღუპა, სულ მცირე, 18 ადამიანი, ოთხი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად არის მიჩნეული. დაღუპულთა შორის არის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, ესპანეთიდან, კანადიდან და პერუდან.
განადგურებულია 56 საცხოვრებელი სახლი, დააზიანებულია გზები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.