დამანგრეველი ტაიფუნი „იაგი“, რომელიც შაბათ-კვირას ჩრდილოეთ ვიეტნამს დაატყდა თავს, კვლავ მძვინვარებს.
ორშაბათს, ფუ ტოს პროვინციაში ფონ ჩაუს საავტომობილო ხიდმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩაინგრა, რის შედეგადაც 10 მანქანა და ორი სკუტერი მდინარე ჰონგ ჰაში ჩაიტამა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამი ადამიანი გადაარჩინეს, 13 კი დაკარგულად მიიჩნევა.
375 მეტრის სიგრძის ხიდი მთლიანად არ ჩაინგრეულა, კონსტრუქციის ნაწილი ჯერ კიდევ დგას, თუმცა უამინდობის პირობებში აღდგენითი სამუშაოების შესახებ საუბარი არ არის. სამხედროებს დაევალათ რაც შეიძლება მალე ააგოონ პონტონური ხიდის აშენება.
ტაიფუნი იაგი წელს ყველაზე მძლავრი ციკლონია აზიაში, ქარის სიჩქარე საათში 203 კილომეტრს აღწევს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში მას 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ტაიფუნის შედეგად გამოწვეულ მეწყერსა და წყალდიდობას სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა.
240-ზე მეტი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ტაიფუნმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.