შვედეთის მთავრობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინას 4,6 მილიარდი შვედური კრონის (401,6 მილიონი ევრო) სამხედრო დახმარების მეჩვიდმეტე პაკეტს გადასცემს.
დახმარების პაკეტი მოიცავს PBV 302-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს, Robot System 70-ის ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.
პაკეტში ასევე შედის მცირე კალიბრის ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ყუმბარმტყორცნები. დამცავი აღჭურვილობა და სხვა.
შვედეთი უკრაინას ასევე გადასცემს 500 მლნ შვედური კრონის ღირებულების საზღვაო აღჭურვილობას, კერძოდ, ექვს საბრძოლო კატარღას, შვედეთი ასევე გეგმავს უკრაინას გადასცეს უპილოტო საფრენი აპარატები.
ამ პაკეტის გათვალისწინებით, შვედეთმა უკრაინას 2022 წლის თებერვლიდან 48,1 მილიარდი შვედური კრონის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, აქედან მხოლოდ 2024 წელს 25 მილიარდი შვედური კრონი.