ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათი ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.
"გრძელი ტექსტიაო და მოკლედ დავწერ: ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა", - წერს გოდოლაძე.