თბილისში ს. ახმეტელის თეატრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალში, ისრაელი, ესპანეთთან, გერმანიასთან, თურქეთთან, მაკედონიასთან და რუმინეთთან ერთად, პირველად მიიღებს მონაწილეობას როგორც კამერულ, ასევე სოლო სპექტაკლებში.
წარმოდგენაში, სახელწოდებით "დიასპორები იერუსალიმისკენ", რომლის რეჟისორია ირაკლი გოგია, მულტიდისციპლინური მხატვარი მეგი რომი მონაწილეობს სოლო შოუში "თმის შპილკადაც არ ღირხარ". მასში ის თამაშობს, უკრავს, მღერის და ხატავს. წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებს პიანისტი გიდი მეირი - გოლდა მეირის შვილიშვილი.
სპექტაკლი აერთიანებს პირად ისტორიას ებრაული ოჯახის ისტორიასთან, დაცემიდან აღდგომამდე, ისრაელიზაციამდე.
შოუს გახსნაზე, სპექტაკლის პარალელურად, გიდი მეირი და მეგი რომი ერთად უკრავენ ბრამსის ნაწარმოებს ოთხ ხელში, რომელიც გრძელდება გიდი მეირის სოლო პერფორმანსით ქართველ მომღერალთან კრისტი ჯაფარიძესთან ერთად. ქრისტი ჯაფარიძე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ "ჰასბარას" ღონისძიებებში. ამჯერად ახმეტელის თეატრის სცენაზე ის იმღერებს ებრაულად, მსახიობებთან გიორგი გასვიანთან და ნინუცა ნაჩხატაშვილთან ერთად. ნინუცა ნაჩხარტაშვილი ანა ფრანკის როლის შემსრულებელია წარმოდგენაში, რომელიც ახმეტელის თეატრში ცოტა ხნის წინათ დაიდგა. ის 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ისრაელთან სოლიდარობის ნიშნად წარმოდგენილ არაერთი სპექტაკლის მონაწილეა.
კულტურული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია „ისრაელის სახლი“, AEPJ-ის წევრი, რომელიც 25 ქვეყანაში მუშაობს და ორიენტირებულია სახალხო დიპლომატიის გზით ისრაელთან ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებასა და ისრაელზე ცნობიერების ამაღლებაზე მეგობარ ქვეყნებში. ახმეტელის თეატრთან ერთად „ისრაელის სახლის“ ორგანიზებული ღონისძიება „დიასპორები იერუსალიმისკენ“ ევროსაბჭოს ეგიდით მიმდინარე ებრაული მემკვიდრეობის კულტურის ევროპული დღეების შემადგენელი ნაწილია.