უკრაინული მედიის ცნობით, დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში რუსეთის დაბომბვის შედეგად 16 წლის ბავშვი დაიღუპა და სამი დაშავდა.
„რუსული დაბომბვის შედეგად ნიკოპოლში 16 წლის გოგონა დაიღუპა, რომელიც დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს. დაშავდა სამი ადამიანი“, - წერს დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის Telegram-ზე. როგორც ლისაკი აღნიშნავს, დაშავებულებს ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები აღენიშნებათ და მათი ნაწილი ადგილობრივ საავამდყოფოშია გადაყვანილი.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლის მიმართულებით ათამდე ჭურვი გაისროლეს. დაზიანებულია კერძო სახლები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.