გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.
6 სექტემბერს წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე, უკრაინაში სულ მცირე 24 614 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ან დაშავდა, ხოლო 11 743 დაიღუპა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში უკრაინაში სულ მცირე 184 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოო 856 დაშავდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2024 წლის ივლისის მაჩვენებლის შემდეგ. ამ წლის ივლისში სულ მცირე 210 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1018 დაიჭრა.
მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლის მაღალ მაჩვენებელს ანგარიშის ავტორები, სხვა საკითხებთან ერთად, მიაწერენ რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან კოორდინირებულ შეტევას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 26 აგვისტოს. ამ თავდასხმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის 15 რეგიონში და მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და დაშავება უკრაინის ათ რეგიონსა და კიევში. ანგარიშის თანახმად, ეს იყო თავდასხმის მეცხრე ტალღა 2024 წლის მარტის შემდეგ.
რუსეთის თავდასხმების შედეგად აგვიტოს თვესი 13 საგანმანათლებლო დაწესებულება გაადგურდა, 38 - დაზიანდა. ასევე. ზაფხულის განმავლობაში განადგურდა ორი სამედიცინო დაწესებულება და დაზიანდა 28.
მიიჩნევა, რომ დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა, ოფიციალურად დამოწმებულ მონაცემებზე გაცილებით მეტია. გაერო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს სრული მონაცემები რეგიონებიდან, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასთან, დაღუპულთა შესახებ მიღებული ბევრი ცნობა ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.
გაეროს დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მასშტაბური ომის დროს დაიღუპა 5692 მამაკაცი, 3534 ქალი, 338 ბიჭი და 275 გოგონა. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული 28 ბავშვისა და 1876 მოზარდის სქესი ჯერ დადგენილი არ არის.
2024 წლის აგვისტოში სულ მცირე 107 მამაკაცი, 69 ქალი, ოთხი ბიჭი და ოთხი გოგონა დაიღუპა. გარდა ამისა, დაშავდა 434 მამაკაცი, 371 ქალი, 32 ბიჭი და 19 გოგონა. ხოლო მიმდინარე წლის რვა თვეში, გაეროს მონაცემებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო 1355 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2023 წელს - 1967, 2022 წელს - 8427.