დასავლეთ სანაპიროსა და იორდანიის საზღვართან მომხდარი თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტეს, თავდამსხმელი სატვირთოდან გადმოხტა და სასაზღვრო პუნქტზე მომუშავე ისრაელის უსაფრთხოების ძალებს ცეცხლი გაუხსნა.
თავდასხმას სამი ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და ტერორისტი დაიღუპა.
თავის მხრივ, იორდანიამ განაცხადა, რომ დახურა საზღვარი და ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ისრაელის მიერ კონტროლირებად კომერციულ სატვირთო ზონაში, სადაც იორდანიის მხრიდან მანქანები იტვირთება პალესტინის ტერიტორიებისთვის განკუთვნილ ტვირთით.