ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თეირანმა მოსკოვს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. ამის შესახებ ის ირანულ მედიას ესაუბრა.
"საჭიროებისამებრ, ჩვენ [ირანმა და რუსეთმა] უნდა გავცვალოთ საქონელი. მათ ჩვენ დრონებს და რაკეტებს გავუგზავნით, ისინი სოიოს და ხორბალს გამოგვიგზავნიან და ა.შ." - თქვა პარლამენტარმა.
პარლამენტარს ჰკითხეს, გამოიწვევდა თუ არა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა
შეკითხვაზე მოჰყვება თუ არტა ამას დასავლეთის მკაცრი რეაქცია და მეტი სანქციის მან უპასუხა, რომ "სიტუაცია იმაზე უარესი, ვიდრე ახლაა, ვერ გახდება".
"ჩვენ რაკეტებს ვაძლევთ ჰეზბოლას, ჰამასს, ალ-ჰაშდ ალ-შააბის. რატომ არ მივცეთ რუსეთს? ჩვენ ვყიდით იარაღს და ვიღებთ დოლარებს. ჩვენ სანქციებს გვერდს ვუვლით რუსეთთან პარტნიორობით. რუსეთი გვიგზავნის სოიოს, სიმინდს, ხორბალს და სხვა საქონელს. ევროპელები იარაღს უკრაინას აძლევენ. NATO უკრაინაში შევიდა. და ჩვენ რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ჩვენს მოკავშირეს რაკეტებისა და დრონების გაგზავნით?" - განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა.
შეგახსენებთ, The Wall Street Journal -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს თავისი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.