ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) და ამერიკულმა Boeing Corporation-მა მრავალჯერადი გამოყენებადი პილოტირებული სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი Starliner-ი დედამიწაზე წარმატებით დააბრუნეს.
დაშვება 7 სექტემბერს მოხდა ნიუ-მექსიკოს შტატში უაიტ-სენდის პოლიგონზე.
ამგვარად დასრულდა სამთვიანი საცდელი ფრენა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე.
5 ივნისის ფრენა გახდა პირველი გაშვება ასტრონავტებთან ერთად Starliner-ის ბორტზე.
ეს არის ხომალდის მესამე ორბიტალური ფრენა და მეორე დაბრუნება ორბიტალურ ლაბორატორიაში მუშაობის შემდეგ.
Starliner-ს ახლა ტექნიკური შემოწმებისთვის ფლორიდაში, ჯონ კენედის კოსმოსურ ცენტრში გადაიყვანენ.
ამერიკელი ასტრონავტები ბარი ბუჩ უილმორი და სუნიტა უილიამსი, რომლებიც ამჟამად რჩებიან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Starliner-ის ტექნიკური პრობლემების გამო. ისინი დედამიწაზე 2025 წლის თებერვალში დაბრუნდებიან ელონ მასკის SpaceX-ის კომპანიის Crew Dragon კაფსულით.
ასტრონავტებმ სტარტი 5 ივნისს ფლორიდაში მდებარე სადგურიდან აიღეს. მეორე დღეს, 6 ივნისს, NASA-მ და Boeing-მა აღმოაჩინეს ჰელიუმის გაჟონვის ფაქტი და კოსმოსური ხომალდის მოძრაობის კონტროლის პრობლემები.
რამდენიმე კვირის ტესტირების, ტექნიკური შეხვედრებისა და ანალიტიკური კვლევების შემდეგ, NASA-მ გადაწყვიტა პრიორიტეტი მიენიჭებინა უსაფრთხოებისათვის და დაებრუნებინა Starliner-ი დედამიწაზე ეკიპაჟის გარეშე.