ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი. იუწყება Reuters
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კიდევ 12 ადამიანი ზღვაში დაიკარგა.
12 პროვინციაში, მათ შორის დედაქალაქ ჰანოიში, დაიხურა სკოლები. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
ვიეტნამის მთავრობის განცხადებით, სანაპირო ქალაქებიდან 50,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. გაუქმდა 300-ზე მეტი რეისი და რამდენიმე საათით შეჩერდა ოთხი აეროპორტის მუშაობა.