აშშ-ის ცენტრალური დაზვრევის სამმართველოს [CIA] დირექტორმა უილიამ ბერნსმა და ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის {MI6} უფროსმა რიჩარდ მურმა Financial Times-ში ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელიშიც , აღნიშნავენ, რომ უკრაინის ომმა და სხვა კონფლიქტებმა მსოფლიო ცივი ომის შემდეგ დამყარებული მსოფლიო წესრიგისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა.
ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბრიტანეთისა და ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებმა ერთობლივი სტატია გაავრცელეს.
„ცხადია, რომ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს - დაბალანსებულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფდა შედარებით მშვიდობას, სტაბილურობას, ცხოვრების მაღალ სტანდარტებს, შესაძლებლობებს და კეთილდღეობას - ემუქრება ისეთი საფრთხეები, როგორიც ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა“, -წერენ ბერნსი და მური.
ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უწოდებენ.
დაზვერვის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ დასავლეთისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წარუმატებლობა.
ისინი ამბობენ, რომ ამ ომმა აჩვენა, თუ რამდენად შეუძლია ტექნოლოგიას შეცვალოს კონფლიქტის კურსი და ხაზი გაუსვა {ომმა} "ადაპტაციის, ექსპერიმენტების და ინოვაციების" აუცილებლობას.