უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი სოციალურ ქსელ Telegram-ს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს უწოდებს.
„Telegram-ი საზიანოა, ამის თქმის არასდროს შემშინებია, ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ჩვენ ეს დოკუმენტალურადაც დავაფიქსირეთ.
ჩვენი კვლევის მიხედვით საზოგადოებაში ინფორმაციის ძირითადი წყარო Telegram-ია. მან დაჩრდილა აბსოლუტურად ყველაფერი.
მე არ ვარ მომხრე, რომ უბრალოდ ავდქეტ და დავხუროთ. ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელია.
თუ გსურთ რაიმე სიახლეების გადაცემა, უნდა დარეგისტრირდეთ ისე, რომ ყველამ გაიგოს, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ან უკრაინის მოქალაქის არხი.
შემდეგ კი მას ექნება პასუხისმგებლობა“, - თქვა ბუდანოვმა.
ბუდანოვმა დასძინა, რომ Telegram-ის დაბლოკვა, როგორც ეს იყო Odnoklassniki-სა და Vkontakte-ს შემთხვევაში, ტექნიკურად უფრო რთულია, მაგრამ შესაძლებელი. რაც შეეხება Twitter-ს, ბუდანოვმა მას უსაფრო უწოდა.