შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დიკ ჩეინი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, კამალა ჰარისს მისცემს ხმას.
დიკ ჩეინმა, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა და გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ამერიკის ისტორიაში არასდროს ყოფილა პიროვნება, რომელიც უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს რესპუბლიკას, ვიდრე დონალდ ტრამპი".
"ის ცდილობდა არჩევნების შედეგების მიტაცებას ტყუილისა და ძალადობის გამოყენებით, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა, მას აღარასდროს უნდა მიეცეს ძალაუფლება. როგორც მოქალაქეებს, თითოეულ ჩვენგანს აქვს ვალდებულება, დავაყენოთ ქვეყანა პარტიულობაზე მაღლა, რათა დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია. ამიტომ ჩემს ხმას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ვაძლევ", - ამბობს ჩეინი.
ცოტა ხნით ადრე, დიკ ჩეინის ქალიშვილმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლიზ ჩეინმა განაცხადა, რომ ხმას კამალა ჰარისს მისცემს.
დიკ ჩეინის განცხადებას უმალ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს უწოდა არარელევანტური და "გაუთავებელი, უაზრო ომების მეფე", ერაყის ომში მის როლზე მინიშნებით.