შეერთებული შტატები ხედავს რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდას საკვანძო წყალქვეშა კაბელების ზონაში და სავარაუდოა, რომ მან განახორციელოს პოტენციური დივერსიული ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საერთაშორისო საკომუნიკაციო წყალქვეშა ინფრასტრუქტურის კრიტიკული ნაწილის გამორთვას. იტყობინება ტელეარხი CNN-ი ამერიკის მთავრობაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს.
"რუსეთი აგრძელებს საზღვაო შესაძლებლობების განვითარებას წყალქვეშა დივერსიისთვის, ძირითადად GUGI-ის მეშვეობით", - თქვა წყარომ.
GUGI - რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს ღრმა ზღვის კვლევის მთავარი დირექტორატი.
CNN-ის ცნობით, აშშ რეგულარულად აკვირდება რუსულ გემებს, რომლებიც პატრულირებენ კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა კაბელების სიახლოვეს, ხშირად რუსეთის სანაპიროებიდან შორს.
ტელეარხის ცნობით, რუსეთის სამხედრო მეთვალყურეობის ძირითადი ინტერესი ჩრდილოეთ ევროპის გარშემო მდებარე ზღვებია. გასულ წელს, შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის ერთობლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთს ჰყავს ჯაშუშური გემების ფლოტი, რომლებიც მოქმედებენ ჩრდილოეთ ევროპის წყლებში პოტენციური დივერსიის მიზნით.