ირანმა რუსეთს თავისი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუყწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გადაცემა "მოსკოვს კიდევ ერთ მძლავრ სამხედრო ინსტრუმენტს მისცემს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად".
WSJ არ ავრცელებს დეტალებს რუსეთის მიერ მიღებული რაკეტების რაოდენობისა და ტიპების შესახებ.
Reuters-მა, რომელიც პირველად იუწყებოდა ირანიდან რუსეთში ბალისტიკური რაკეტების გადაცემის სამზადისზე, წერდა, რომ საუბარი შეიძლება იყოს Fath-360-ზე, სისტემაზე, რომლის მაქსიმალური დაფარვის მანძილი 120 კმ-ს შეადგენს და ქობინზე, რომელიც იწონის 150 კილოგრამს.
ოფიციალურად ირანი რუსეთის დახმარებას უარყოფს. თეირანის თქმით, ირანმა რუსეთს უკრაინაში ომის დაწყებამდე მხოლოდ „კამიკაძე“ დრონების მცირე პატია გაუგზავნა.