რამშტაინში გამართული შეხვედრის პარალელურად პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების 250 მილიონი დოლარის ღირებულების მორიგი პაკეტი.
პენტაგონის პრესრელიზის თანახმად, დახმარების პაკეტში შევიდა:
RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები;
რაკეტები Stinger-ებისთვის;
საბრძოლო მასალა HIMARS სისტემებისთვის;
155 მმ და 150 მმ საარტილერიო ჭურვები;
Javelin და AT-4 ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები;
Bradley, MRAP და M113 ჯავშანმანქანები;
საპატრულო ნავები და ა.შ.