ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა რამშტაინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა კიევს 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. მათ შორის რაკეტებს F-16-სთვის.
აგვისტოში უკრაინამ განაცხადა, რომ დაპირებული პირველი F-16-ები მიიღო. რამდენი გამანადგურებელი იყო, ოფიციალურად არ გაჟღერებულა. არაოფიციალური შეფასებით კი ეს იყო არაუმეტეს ათისა.
ნიდერლანდები იყო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებიც დათანხმდნენ უკრაინაში F-16-ების გადაცემას, რომელთა ექსპლუატაციის ეტაპობრივი გაუქმება იყო დაგეგმილი, მაგრამ არ იყო ინფორმაცია რომელი კონკრეტული ქვეყნიდან იყო პირველი რამდენიმე თვითმფრინავი.
ნიდერლანდებოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევი მიიღებს სათადარიგო ნაწილებს და მასალებს F-16-ის, გენერატორების, მცირე ზომის მანქანების, ხელსაწყოების და კიბეების შესაკეთებლად.