ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, მარგარიტის სჰინასი 9 სექტემბერს ერევანში ევროკავშირისა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესახებ დიალოგის დასაწყებად ჩავა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ამისთვის სომხეთმა უნდა განახორციელოს რეფორმები ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, მიგრაცია, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა.
შეგახსენებთ, რომ ივლისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.