კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა, ხოლო 14 დაშავდა. იუწყება Reuters
შიშობენ, რომ შემთხვევის ადგილზე კიდევ უფრო მეტი ცხედარს იპოვინა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ცხედრები იმდენადაა დაზიანებული, რომ მსხვერპლის ამოცნობა ვერ ხერხდება. ათზე მეტი პირი მძიმე დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაიყვანეს, აქედნ გამომდინარე ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
შემთხვევის ადგილას გაგზავნილია დამატებითი სამაშველო ძალები, ხოლო ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. დაწყებულია გამოძიება.