აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა, ჰანტერ ბაიდენის მოულოდნელად აღიარა ბრალი გადასახადებისგან თავის არიდების საქმეში. ამგვარად, ბაიდენ უმცროსმა თავი აარიდა საჯარო სასამართლო პროცესს, მაგრამ პოტენციურად დათანხმდა გრძელვადიან პატიმრობას. იუწყება BBC
აღნიშნულ საქმეში აშშ-ის პრეზიდენტის შვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის სამი დანაშაული, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადების გადაუხდელობასთან, გადასახადებისგან თავის არიდებასა და ყალბი ან თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენასთან.
მასალების თანახმად, ჰანტერ ბაიდენმა ოთხი წლის განმავლობაში არ გადაიხადა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადი შემოსავლებიდან, რომლებსაც იღებდა უცხოური კომპანიებისგან.
გასულ თვეში საქმეში გამოჩნდა ახალი ეპიზოდი, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის დროს რუმინელმა ოლიგარქმა, გაბრიელ პოპოვიჩიუმ ჰანტერ ბაიდენი აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე გავლენის მოხდენის მიზნით დაიქირავა.
ხუთშაბათს ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში სასამართლო პროცესის მონაწილეები, ბრალდებულის თანდასწრებით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დაწყებას აპირებდნენ. თუმცა, ბაიდენმა პროცესი თავისი განცხადებით დაასრულა.
მოსამართლე მარკ სკარსიმ გამოაცხადა, რომ ბაიდენს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მილიონ დოლარამდე ჯარიმა ემუქრება. განაჩენი 16 დეკემბერს გამოცხადდება.