საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა „ბათუმი არენაზე“ მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0.
ამგარიში მე-13 წუთზე გიზი მამაგეიშვილმა გახსნა. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
49-ე წუთზე კვერნაძემ გაიტანა, 72-ე წუთზე კი თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულმა გიგი აბუაშვილმა შეძლო. სამივე გოლი ლაშა ოდიშარიას საგოლე გადაცემით გავიდა.
რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან ვენლოში 9 სექტემბერს გამართავს.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს შესარჩევ ციკლის დარჩენილ შეხვედრებში ქულების მაქსიმუმის მოპოვება სჭირდება.