ავსტრია მზად არის გახდეს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების პლატფორმა, რომელიც უნდა წარიმართოს წინაპირობების გარეშე და თანაბარ პირობებში. ამის შესახებ Х-ში ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა დაწერა.
ნეჰამერი წერს, რომ ქვეყანა ყურადღებას იჩენს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებისადმი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ღიაობის შესახებ და ამიტომ მზადაა მოლაპარაკების პლატფორმა გახდეს.
„ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა შედგეს წინაპირობების გარეშე და თანაბარ პირობებში.
ავსტრია მზად იქნება მხარი დაუჭიროს საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებულ სამართლიან და მდგრად მშვიდობას და მოლაპარაკებების პლატფორმად იქცეს, როგორც ეუთოს მასპინძელი ქვეყანა“, - წერს ავსტრიის კანცლერი.