ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია რუსეთის კურსკის ოლქში ოპერაციის დროს. ამის შესახებ მან ოსლოში ვიზიტისას თქვა.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები.
”მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ რთული არჩევანი, მაგალითად, სად განათავსონ თავიანთი ძალები და რა ტიპის ომია მიზანშეწონილი ამ სიტუაციაში”, - თქვა მან.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორი დისტანციის რაკეტების დახმარებით, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ სამხედრო მიზნებს რუსეთის ტერიტორიაზე.
„მოხარული ვარ, რომ ნატო-ს ბევრმა ქვეყანამ მისცა ეს შესაძლებლობა და მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ შეზღუდვები, შეარბილეს ისინი, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.